Targmani

среда, 21 января 2015 г.

სწავლის საფასური






  • სწავლის საფასური  არის 2990 ლარი . არ გაიზრდება გადახდა 10 ნაწილად

სეუს გრანტი




ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებულ გრანტს +’’სეუ გრანტი’’, წარჩინებულ სტუდენტებს ყოველ მომდევნო სემესტრში მიეცემათ 50 ლარი მზარდი სტიპენდია: თვეში 100 -დან 400 ლარამდე. ერთდროულად შეგიძლიათ გქონდეთ  გრანტიც და და სტიპენდიაც.ა

ჩარიცხვის წესი

ჩარიცხვის პროცედურა

აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში, მიმართავს უნივერსიტეტს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი) ან პროფესიული განათლების დიპლომი (დედანი)
  • ფერადი ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)

ადმინისტრაციული რეგისტრაციის  შემდგომ გამოიცემა რექტორის ბრძანება აბიტურიენტთა
 ჩარიცხვის თაობაზე, რომელიც იგზავნება საქ
ართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

რეგისტრაცია

                                                      რეგისტრაცია

  პირის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები და სეუ-ში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა.
აბიტურიენტთა ადმინიტრაციული რეგისტრაცია სეუ-ში მიმდინარეობს რექტორის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.
ადმინისტრაციული რეგისტრაციისას აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია:
  1.  განცხადება;
  2.  სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი)    დედანი;
  3.  პირადობის მოწმობის ასლი;
  4.  2 ფოტოსურათი 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის).
ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულების  შემდგომ გამოიცემა სეუ-ს რექტორის ბრძანება აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ.
ის პირი, რომელიც  ვერ მოხვდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ბრძანებაში დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს სეუ-ს ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ბრძანების გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე, ამ გზით პირის ჩარიცხვა სეუ-ში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
სეუ-ში საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე,  მინისტრის მიერ დადგენილი წესით  (მინისტრის  2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანება) და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება და სტუდენტის სტატუსის მინიჭება.
     მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური    ხარისხის მქონე პირს, საერთო სამაგისტრო გამოცდის და საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სეუ-ს  მიერ განსაზღვრული სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია მიმდინარეობს სეუ-ში, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია  მოიცავს მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ შემდეგი აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენას:                               
 ა) განცხადება;
 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
 გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი  განათლების (ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი;
 დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის)
 ე) 2 ფოტოსურათი 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცდის შედეგების სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდეზე გამოქვეყნებიდან 3 დღეში მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიმართოს სეუ-ს სამაგისტრო გამოცდების  საპრეტენზიო საბჭოს საპრეტენზიო განაცხადით, რომელიც იხილავს პრეტენზიებს და საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიების დაკმაყოფილებაზე ან არ დაკმაყოფილებაზე.
საპრეტენზიო საბჭოს მუშაობის დასრულებიდან 2 დღეში სეუ ქმნის სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს და გამოსცემს მაგისტრატურაში ჩარიცხვის ბრძანებას.
სეუ-ში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით (მინისტრის  2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანება) და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.
გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ დებულების 3.6. მუხლის  შესაბამისად;


დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სეუ აბიტურიენტებისთვის უფასოდ ატარებს იმიტირებულ ეროვნულ გამოცდებს ყველა საგანში.
იმიტირებულ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს.
  • სეუ ის უნივერსიტეტია, სადაც მაღალია სწავლების დონე დ არსებობს ყველანაირი კომფორტი სტუდენტური ცხოვრებისათვის.
  • სეუ გამოირჩევა თაბანმედროვე საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო პროცესით.
ძირითად საგანმანათლებლო პრორგამასთან (major) ერთად შესაძლებელია დამატებითი სპეციალობის (minor) არჩევა და ამით დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვნად გაზრდა.
სეუ-ში ტარდება საუნივერსიტეტო და საერთაშორისო სამეცნეირო კონფერენციები, ოლინპიადები, ინტელექტუალური ტურები.
სეუ წარჩინებულ სტუდენტებს ერთი სემესტრით სასწავლებლად აგზავნის „ახალ ევროპულ უნივერსიტეტში” (ჰოლანდიაში - „europian new university”);
  • სეუს აქვს ტურისტული კომპანიები „SEU Travel” და “Discover Georgia”, სადაც სეუ-ს სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას და მომსახურების სრულ პაკეტს შესთავაზებენ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან  მომსვლელ და წამსვლელ უცხოელ და ქართველ ტურისტებს.  სტაჟირების შედეგები აისახება შესაბამისი სერტიფიკატის მინიჭებაში.

  • სეუ ის უნივერსიტეტია, სადაც ევროპელ პარტნიორებთან ერთად შექმნილია მიკროსაფინანსო ორგანზიაცია „Business Startup Credit” - ბიზნეს ინკუბატორი, სადაც სტუდენტებზე გაივლიან სტაჟირებას, მოემსახურებიან ფიზიკურ პირებსა და მცირე მეწარმეებს, სესხის აღებიდან დაფარვამდე დაეხმარებიან საწარმოს მენეჯმენტსა და მარკეტინგში, რაც მეწარმეს შეუმცირებს რისკებს სესხის დაფარვაში, ხოლო სტუდენტს შეძენილი პრაქტიკული გამოცდილებითა და პრაქტიკული უნარებით გაუადვილებს დასაქმებას, საკუთარი ბიზნესის შექმნასა და მართვას.

  • სეუ-ს ნაყოფიერად თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა:

  • Global Busines Development Center (GBDC);
  • ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქონევროლოგიური კლინიკა “SEU Clinic”;
  • პირდაპირი გაყიდვების ასოციაცია (DSA);
  • ახალგაზრდული ბიზნესის ქსელი (YBN);
  • მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა
  • საერთაშორისო ვაჭრობისა და ბაზარზე შესვლის პრაქტიკა სოციალური ქსელის Linkedin-ის საშუალებით;
  • ევროპული ცენტრი.

  • სეუ გამორჩეული უნივერსიტეტია იმითაც, რომ ეროვნულ გამცოდებზე მოპოვებულ  გრანტსუმატებს „ სეუ გრანტს“. წარჩნებულ სტუდენტებს უოველ მომდევნო სემესტრი აძლევს 50 ლარით მზარდ სტიპენდიას: თვეში 100 ლარიდან 400 ლარამდე. სტუდენტს შეუძლია ერთდროულად გრანტიც ჰქონდეს და სტიპენდიაც.
  • სეუ არ ზრდის სწავლის საფასურს, ამასთან გადახდა წარმოებს 10 ნაწილად.
  • სეუ-ს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო აბზა აქვს: ბიბლიოთეკა, online იბლიოთეკა, ინტერნეტბიბლიოთეკა, ხმის ჩამწერი „Shamomix-studio“; ვიდეო-აუდიო აპარატურით აღჭურვილი კაბინეტები; მაღალი სტანდარტების სტუდენტური  საერთო საცხოვრებელი; სტუდენტური სამზარეულო სტუდენტური ფასებით, საცურაო აუზი XVI სართულზე; სპორტული მოედნები; ფიტნესკლუბი.
სეუ ამაყოვს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლით, რომელიც უცხოეთშიც კარგად არის ცნობილი, როგორც ანსამბლი „SEU GEORGIA”.
სტუდენტებს შეუძლიატ ჩაირიცხონ ანსამბლის პროფესიონალებშიც, დუბლებშიც და მოყავრულებშიც.
სეუ საუნივერსიტეტო სპორტის გრანდია: მორაგბეები ევროპისა  და საქართველოს თასიებს მფლობელები არიან, მინი ფეხბურთის გუნდი არაერთი პრესტიჟული ტურნირის პრიზიორია.