Targmani

среда, 21 января 2015 г.

რეგისტრაცია

                                                      რეგისტრაცია

  პირის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები და სეუ-ში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა.
აბიტურიენტთა ადმინიტრაციული რეგისტრაცია სეუ-ში მიმდინარეობს რექტორის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.
ადმინისტრაციული რეგისტრაციისას აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია:
  1.  განცხადება;
  2.  სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი)    დედანი;
  3.  პირადობის მოწმობის ასლი;
  4.  2 ფოტოსურათი 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის).
ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულების  შემდგომ გამოიცემა სეუ-ს რექტორის ბრძანება აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ.
ის პირი, რომელიც  ვერ მოხვდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ბრძანებაში დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს სეუ-ს ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ბრძანების გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე, ამ გზით პირის ჩარიცხვა სეუ-ში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
სეუ-ში საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე,  მინისტრის მიერ დადგენილი წესით  (მინისტრის  2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანება) და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება და სტუდენტის სტატუსის მინიჭება.
     მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური    ხარისხის მქონე პირს, საერთო სამაგისტრო გამოცდის და საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სეუ-ს  მიერ განსაზღვრული სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია მიმდინარეობს სეუ-ში, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია  მოიცავს მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ შემდეგი აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენას:                               
 ა) განცხადება;
 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
 გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი  განათლების (ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი;
 დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის)
 ე) 2 ფოტოსურათი 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცდის შედეგების სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდეზე გამოქვეყნებიდან 3 დღეში მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიმართოს სეუ-ს სამაგისტრო გამოცდების  საპრეტენზიო საბჭოს საპრეტენზიო განაცხადით, რომელიც იხილავს პრეტენზიებს და საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიების დაკმაყოფილებაზე ან არ დაკმაყოფილებაზე.
საპრეტენზიო საბჭოს მუშაობის დასრულებიდან 2 დღეში სეუ ქმნის სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს და გამოსცემს მაგისტრატურაში ჩარიცხვის ბრძანებას.
სეუ-ში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით (მინისტრის  2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანება) და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.
გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ დებულების 3.6. მუხლის  შესაბამისად;


დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

Комментариев нет:

Отправить комментарий